1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
1 დეკემბერს აღინიშნება შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, ორგანიზაცია ჰეპა პლიუსი ყოველწლიურად აქტიურად არის ჩართული ამ დღისადმი მიძღვნის ღონისძიებებში. ტარდება პატიენტთა სკოლა. საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები. ტესტირება უტარდებათ ზოგადი პოპულაციის და რისკის ჯგუფის წარმომადგენლებს. რისკის ჯგუფის წარმომადგენლებს სკრინინგული კვლევის ჩატარების გარდა ორგანიზაციის წევრები გადასცემენ სტერილურ სახარჯ მასალას, საინფორმაციო ბუკლეტებს და ნალოქსონს ზედოზირების პრევენციისათვის.






