top of page

ორგანიზაციის მისია C " ჰეპატიტით ინფიცირებულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა დიაგნოსტიკა-მკურნალობაზე; ნარკოდამოკიდებულთათვის და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის ს/ს სერვისების მიწოდება. სექტორები ადამიანის უფლებები და ადვოკატირება, თემის მობილიზაცია, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, გენდერი, განათლება, ტრეინინგები, კვლევები, ჯანმრთელობის დაცვა, ზიანის შემცირების სერვისები. სერვისები შპრიცების გაცვლა (დარიგება), თავდაცვის საშუალებები, ნკტ/ტესტირება (HIV/HBV/HCV/Syphilis), ფსიქოლოგი, ზოგადი პროფილის ექიმი, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, შემთხვევების მართვა, საინფორმაციო მასალები, აუთრიჩი, სოცმუშაკების მომსახურება, თანასწორგანმანათლებელთა მომსახურება. სამიზნე გჯუფები ახალგაზრდები, ქალები, პაციენტთა ჯგუფები (აივი, ჰეპატიტები, ტუბერკულოზი, სგგი), ნარკოტიკების მომხმარებლები და მათი ახლობლები, კომერციული სექსის მუშაკები, მიგრანტები, დევნილები ან ლტოლვილები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სათემო ორგანიზაციები. Hepa Plus / ჰეპა პლიუსი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰეპა+“ ატარებს ნარკოდამოკიდებულთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას 12 ნაბიჯის მეთოდის მიხედვით („მინესოტას მოდელი“). ეს მეთოდი ოდესღაც ანონიმურ ალკოჰოლიკთა ჯგუფმა შეიმუშავა. სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა დასკვნის თანახმად „12 ნაბიჯის“ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. ყველა სახის დამოკიდებულება იდენტური სქემით ყალიბდება, ამიტომ აღნიშნული მეთოდი უნივერსალურია. მეთოდიკა პიროვნულ განვითარებაზეა აგებული. ნარკოდამოკიდებულება სულის დაავადებაა და მისი დაძლევაც სულიერი ზრდით უნდა მოხდეს. მკურნალობას მრავალდისციპლინარული ჯგუფი ახორციელებს. გამოყენებულია სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მეთოდები (მაგალითად, მითოდრამა, ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სეანსები), ტარდება ჩავარდნის საპრევენციო ტრენინგები, თემატური ფილმების ნახვა-გარჩევა და ა.შ. ეს ყველაფრი ემსახურება ნარკოტიკის/ალკოჰოლის მიღების საწინააღმდეგო განწყობის შექმნას და ამ განწყობის ფიქსაციას. კვირაში ერთხელ ვატარებთ საერთო შეკრებას ნარკოდამოკიდებულთა ოჯახის წევრებთან და დაინტერესებულ პირებთან. კვირაში ერთხელ კი სულიერი განვითარების ჯგუფს, რომელსაც, მოთხოვნის შესაბამისად, გაუძღვება სასულიერო პირი, ან თეოლოგიის პედაგოგი. აგრეთვე, შეიძლება წაიყვანის თერაპიის ინსტრუქტორმა და კონსულტანტმაც. მუშაობა გრძელდება ექვსი საათი (1100-1700-მდე, ან 1200-1800-მდე) ერთსაათიანი შესვენებით. მთლიანად სამკურნალო პროცესი ნახევარ წლამდე პერიოდს, ან რვა თვეს მოიცავს. რადგანაც ნარკოდამოკიდებულება ქრონიკული სენია, ბენეფიციარმა საკუთარ პიროვნებაზე მუშაობა პროგრამიდან გასვლის შემდეგაც უნდა გააგრძელოს. მნიშვნელოვანი დეტალი: პანდემიასთან დაკავშირებით, ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე ხორციელდება დისტანციური თერმოსკრინინგი და ხელების ანტიბაქტერიული ხსნარით დამუშავება. ხოლო მუშაობის დროს, კი, აუცილებელია პირბადის გაკეთება.
Providing you with the best doctors for the best care

Dr. Andrew Khan
I'm a paragraph. Click here to add your own text and edit me. Let your users get to know you.

Dr. Amelia Write
I'm a paragraph. Click here to add your own text and edit me. Let your users get to know you.

Dr. Anthony Robins
I'm a paragraph. Click here to add your own text and edit me. Let your users get to know you.
bottom of page