top of page

ა(ა)იპ „ჰეპა პლიუსის“ მისიას/მიზნებს წარმოადგენს:

 

  •   “С” ჰეპატიტით ინფიცირებულთა , ნარკოტიკების მომხმარებელთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების გაჯანსაღების და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა;

  •   “С” ჰეპატიტით ინფიცირებულთა, ნარკოტიკების მომხმარებელთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და მათი ცოდნის დონის ამაღლება ადამიანის უფლებების სფეროში;

  •   “С”ჰეპატიტით ინფიცირებულთა, ნარკოტიკების მომხმარებელთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მკურნალობა—რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

  •    აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა გადამდები დაავადებების პროფილაქტიკა;

  •    სტიგმის დაძლევა;

  •   “С”ჰეპატიტით ინფიცირებულთა, ნარკოტიკების მომხმარებელთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესში ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა.

 

                   ა(ა)იპ „ჰეპა პლიუსის“ საქმიანობის მიმართულებებია:

 

  • ხელისუფლების და მმართველობის ორგანოებთან, სახელმწიფო, კომერციულ და საზოგადოებრივ, საერთაშორისო და საზღვარგარეთის საზოგადოებრივ  ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება;

  • საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებს, სემინარებსა, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;

  • საგანმანათლებლო, საგამომცემლო, მთარგმნელობითი, საინფორმაციო და სარეკლამო საქმიანობის განხორციელება კანონით დადგენილი წესით;

  • დამოუკიდებლად და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, კავშირის

  •  საწესდებო  მიზნების მისაღწევად საწარმოების და ორგანიზაციების დაფუძნება იურიდიული პირის უფლებით;

  • ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით საკონსულტაციო სამსახურის ჩამოყალიბება;

  • სხვა საქმიანობების განხორციელება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობებით;

bottom of page