top of page

  ორგანიზაცია ჰეპა პლიუსში  ტარდება უფასო საინფორმაციო კონსულტაციები და ტესტირება:

აივ/შიდსზე

"B"  და "C" ჰეპატიტებზე

სგგი ინფექციებზე

უფასო კონსულტაციები ექიმ–სპეციალისტებთან:

–თერაპევტი

–ქირურგი 

–უროლოგი

–გინეკოლოგი

აგრეთვე:

–იურისტი

–ფსიქოლოგი

მინიმალური პრევენციული პაკეტით (შპრიცი, კონდომი, საინფორმაციო–მასალა) ბენეფიციარის უზრუნველყოფა.

ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ხორციელდება "12 ნაბიჯის" მეთოდით " მინესოტური მოდელით", რომელიც მოიცავს როგორც ინდივიდუალურ ფსიქოკონსულტირებას და ფსიქოთერაპიულ სეანსებს, ასევე ჯგუფურ თერაპიას. 1 სეანსის ღირებულება - 50 ლარი. ჯგუფური თერაპიის 1 თვის ღირებულება - 500 ლარი.

დამოკიდებულების მქონე პირთა რეაბილიტაცია

Hepa Plus / ჰეპა პლიუსი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰეპა+“ ატარებს ნარკოდამოკიდებულთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას 12 ნაბიჯის მეთოდის მიხედვით („მინესოტას მოდელი“). ეს მეთოდი ოდესღაც ანონიმურ ალკოჰოლიკთა ჯგუფმა შეიმუშავა. სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა დასკვნის თანახმად „12 ნაბიჯის“ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. ყველა სახის დამოკიდებულება იდენტური სქემით ყალიბდება, ამიტომ აღნიშნული მეთოდი უნივერსალურია.

მეთოდიკა პიროვნულ განვითარებაზეა აგებული. ნარკოდამოკიდებულება სულის დაავადებაა და მისი დაძლევაც სულიერი ზრდით უნდა მოხდეს. მკურნალობას მრავალდისციპლინარული ჯგუფი ახორციელებს. გამოყენებულია სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მეთოდები (მაგალითად, მითოდრამა, ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სეანსები), ტარდება ჩავარდნის საპრევენციო ტრენინგები, თემატური ფილმების ნახვა-გარჩევა და ა.შ. ეს ყველაფრი ემსახურება ნარკოტიკის/ალკოჰოლის მიღების საწინააღმდეგო განწყობის შექმნას და ამ განწყობის ფიქსაციას. კვირაში ერთხელ ვატარებთ საერთო შეკრებას ნარკოდამოკიდებულთა ოჯახის წევრებთან და დაინტერესებულ პირებთან. კვირაში ერთხელ კი სულიერი განვითარების ჯგუფს, რომელსაც, მოთხოვნის შესაბამისად, გაუძღვება სასულიერო პირი, ან თეოლოგიის პედაგოგი. აგრეთვე, შეიძლება წაიყვანის თერაპიის ინსტრუქტორმა და კონსულტანტმაც. მუშაობა გრძელდება ექვსი საათი (1100-1700-მდე, ან 1200-1800-მდე) ერთსაათიანი შესვენებით. მთლიანად სამკურნალო პროცესი ნახევარ წლამდე პერიოდს, ან რვა თვეს მოიცავს. რადგანაც ნარკოდამოკიდებულება ქრონიკული სენია, ბენეფიციარმა საკუთარ პიროვნებაზე მუშაობა პროგრამიდან გასვლის შემდეგაც უნდა გააგრძელოს.

მნიშვნელოვანი დეტალი: პანდემიასთან დაკავშირებით, ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე ხორციელდება დისტანციური თერმოსკრინინგი და ხელების ანტიბაქტერიული ხსნარით დამუშავება. ხოლო მუშაობის დროს, კი, აუცილებელია პირბადის გაკეთება.

bottom of page