top of page
image_3dd3aa6a.jpeg

2026 წლის შემოდგომის ევროპული ტესტირების კვირეულის (ETW) კამპანია, რომელიც 23-30 ნოემბერს გაიმართება, მიმართულია აივ ინფექციის, ჰეპატიტისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ტესტირებაზე ხელმისაწვდომობის და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაზე .

კამპანიის გზავნილია „ტესტირება. მკურნალობა. პრევენცია- არავინ დარჩეს მიღმა.“ ,,Test. Treat. Prevent. — No One Left Behind". ხაზს უსვამს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობას მკურნალობის შედეგების გასაუმჯობესებლად და ინფიცირების მზარდი მაჩვენებლების წინააღმდეგ საბრძოლველად საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ევროპული ტესტირების კვირეულს ტრადიციულად საქართველოც უერთდება.

,,ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით თბილისსა და რეგიონებში გეგმავს მობილური ამბულატორიების საშუალებით ზოგად პოპულაციაში უფასო ტესტირებას აივ ინფექციასა და C ჰეპატიტზე სწრაფი ტესტით.

ამ პერიოდში ტესტირებას ვთავაზობთ ზოგად მოსახლეობასაც აივ ინფექციასა და ვირუსულ ჰეპატიტებზე. 

​

bottom of page