top of page

B ჰეპატიტის ვაქცინაციიდან რამდენ ხანში შეიძლება დაორსულება?

B ჰეპატიტის ვაქცინაციას არ გააჩნია არანაირი უკუჩვენება ორსულობასთან, ეს შეზღუდვა ეხება მხოლოდ წითელას ვაქცინაციას, რის შემდეგაც დაორსულება არ არის სასურველი ვაქცინაციიდან 3 თვის მანძილზე

ვინ მიეკუთვნება ც ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფებს?

C ჰეპატიტის ვირუსის გადაცემის გზებიდან გამიმდინარე, მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან შემდეგი პირები:
 

  • ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლები

  • ის პირები, რომელთაც ხშირად უწევთ სისხლის ან სისხლისპროდუქტების გადასხმა და ასევე სხვა სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

  • ხშირი, შემთხვევითი დაუცველი სქესობრივი კონტაქტების მქონე პირები

შესაძლებელია თუ არა ც ჰეპატიტის პროფილაქტიკა ვაქცინით?

სამწუხაროდ С ჰეპატიტის საპროფილაქტიკო ვაქცინა არ არსებობს.

ახლავს თუ არა ც ჰეპატიტის სამკურნალო ანტივირუსულ მედიკამენტებს სერიოზული გვერდითი მოვლენები?

C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის, პირდაპირი მოქმედების ანტივირუსულ მედიკამენტებს სერიოზული გვერდითი მოვლენები თან არ ახლავს. ეს მედიკამენტები სავსებით უსაფრთხოა. გვერდითი მოვლენებიდან ყველაზე ხშირად პაციენტებში აღინიშნება თავის ტკივილი, უძილობა და ზოგ შემთხვევაში ზოგადი სისუტე.

გადაედება თუ არა C ჰეპატიტი ჩვე­ულებრივი საყოფაცხოვრებო კონტაქტების დროს? 


C ჰეპატიტი არ გადაედება ჰა­ერწვეთოვანი გზით (საუბრისას, ცემინებისას, ნერწყვით), ხელის ჩამორთმევისას, ჩახუტებისას, საერთო ჭურჭლის ხმარებისას. თუ ინფექციის გადაცემა ყოფითი გზით მოხდა, სავარაუდოა ავადმყოფის ან მატარებლის სი­სხლთან კონტაქტი. C ვირუსით დაავადებულებსა და მის მატარებლ­ებს არ სჭირდებათ იზოლირება ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისგან.

ც ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის, პირდაპირი მოქმედების ანტივირუსულ მედიკამენტებს სერიოზული გვერდითი მოვლენები თან არ ახლავს. ეს მედიკამენტები სავსებით უსაფრთხოა. 
 

გადაეცემა თუ არა C ვირუსი სქესობრივი გზით?


დღეს მიიჩნევა, რომ სქესობრივი გზით C ჰეპატიტის გადაცემა შესაძლებელია, მაგრამ გაცილებით იშვიათია, ვიდრე ბ ჰეპატიტის ან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) გადაცემა. ვირუსმატარებელთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტისას ინფექციის გადაცემის ალბათობა 3-5%-ს შეადგენს.  რისკის თავიდან ასაცილებლად სქესობრივი კონტაქტის დროს რეკომენდებულია პრეზერვატივის გამოყენება. საზოგადოდ, სქესობრივი გზა არ არის C ჰეპატიტის ვირუსის გადაცემის ძირითადი გზა. ვირუსი ორგანიზმში უმეტესად ინფიცირებული სისხლით ხვდება.

რა სიმპტომები ახასიათებს C ჰეპატიტს?

  • კანისა და ლორწოვანი გარსის გაყვითლება;

  • დაღლილობის შეგრძნება;

  • ცხელება და ოფლიანობა;

  • გულისრევა,

  • ტკივილი მუცლის არეში;

  • უმადობა, ცხიმიანი საკვების შეძულება;

  • ქავილი;

  • წონაში დაკლება;

  • სისხლჩაქცევები;

  • გონების დაბინდვა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;

  • სახსრების ანთება;

  • არასრულფასოვანი ძილი.

აღნიშნული ჩივილები ზოგადად ღვიძლის დაავადებებს ახასიათებს. C ჰეპატიტის დაიგნოსტიკა და დადასტურება კი ლაბორატორიული მონაცემებით ხდება.

რა ღირს აივ/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

აივ/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში უფასოა. მას საქართველოს მთავრობასთან ერთად გლობალური ფონდი აფინანსებს. საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს, მისი სოციალური სტატუსისა და მოქალაქეობის მიუხედავად, შეუძლია საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში გაიკეთოს ანალიზი უფასოდ. თუ მას აღმოაჩნდა აივ ინფექცია, მას ასევე უფასოდ ჩაუტარდება დამატებითი გამოკვლევები ჰეპატიტებზე, სხვადასხვა დაავადებასა და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. სწორედ ამის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს

როგორ არ გადაეცემა აივ ინფექცია

აივ–ინფექცია არ გადაედება:

  • ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით;

  • ხველით, ცემინებით;

  • საერთო საკვების ან ჭურჭლის მეშვეობით;

  • საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობისას;

  • აუზით სარგებლობისას;

  • მწერის ნაკბენით;

  • სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში აივინფიცირებულთან ურთიერთობით

bottom of page