top of page

რამდენად რთულია ადამიანმა გადალახოს ნარკოდამოკიდებულება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

7 რჩევა მანანა სოლოღაშვილისგან:

  1. წამალდამოკიდებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ არასოდეს არ არის გვიან ითხოვოს დახმარება.

  2. წამალდამოკიდებული ადამიანის ოჯახის წევრებს ვურჩევ, არასოდეს არ დაკარგონ იმედი და მხარი დაუჭირონ მამას, ქმარს, შვილს, დედას, დას, ძმას და ა.შ.

  3. საზოგადოება მეტი გაგებით უნდა მოეკიდოს წამალდამოკიდებულების პრობლემას და გაითავისოს მისი მასშტაბურობა, საქართველოს რეალობაში ის ყოველი მე-14 ოჯახის პრობლემაა და ძირითადად ჩვენი მოსახლეობის ახალგაზრდა ასაკზე მოდის.

  4. გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ვურჩევ, გამოიჩინონ კეთილი ნება და იზრუნონ წამალდამოკიდებული ადამიანებისათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შექმნაზე. ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი რეზიდენტული ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დამოკიდებულების მქონე პირის სრული ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.

  5. ვინაიდან ფ.ა.ნ.-ის გასინჯვა ძირითადად თინეიჯერულ ასაკზე მოდის, თუ ჯერ კიდევ არ გაუსინჯავთ, თავი შეიკავონ მისი მოხმარებისაგან, რადგანაც ზოგჯერ ერთი გასინჯვის შემდეგაც კი შესაძლოა ჩამოყალიბდეს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც ქრონიკულს ხდის წამალდამოკიდებულებას.

  6. წამადამოკიდებულ პირს მთელი ცხოვრება სჭირდება ბრძოლა საკუთარი სიფხიზლის შესანარჩუნებლად, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

  7. განვითარებულმა ქვეყნებმა წამალდამოკიდებულების მიმართულებით წარმატებებს მიაღწიეს ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციით(დეკრიმინალიზაცია), ზიანის შემცირების სერვისების შეთავაზებით, სწორი პრევენციული ღონისძიებებით, მკურნალობა/რეაბილიტაციის შეთავაზებით. სადღეისოდ საქართველოში გამართულად მხოლოდ დეტოქსი და ზიანის შემცირების პროგრამები მუშაობს ან კერძო სექტორის ძალისხმევით ან საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით. სასურველია ჩვენც გავიზიაროთ მოწინავე ქვეყნების გამოცდილება, მით უმეტეს რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ცე-ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, მისი წარმატებული განხორციელებისათვის კი აუცილებელია ნიმ (ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები)-ის კოჰორტაში აღარ არსებობდეს ახალი დაინფიცირების შემთხვევები.


bottom of page